„მეტაბლე“ – ახალი ქართული ბრენდი, რომელიც ნიკორას მაღალტექნოლოგიურ საწარმოში
იქმნება და პრემიუმ ხარისხის ხორცპროდუქტებს წარმოადგენს.
ბრენდის სახელი თავად გვიამბობს ამბავს – „მეტაბლე“ ისეთი ადამიანის ზედსართავი სახელია, ვისაც ადამიანების გამასპინძლება, ესთეტიკური დაფების შექმნა და
თანამედროვე ფორმით ძველი ტრადიციების გაგრძელება უყვარს. სახელს საფუძვლად ძველი ქართული სიტყვა – „ტაბლა“ უდევს.
„მეტაბლე“ არის პრემიუმ ხარისხის ხორცპროდუქტი, რომელიც რამდენიმე სახეობას აერთიანებს – ესენია ძეხვი, სოსისი და შაშხი. ამ ეტაპზე,
გვაქვს 20-მდე დასახელება და ეტაპობრივად, ახალი პროდუქტებიც დაემატება.


