ძიება

მაი 05, 2026

სოსისი ფრანკფურტერი — კლასიკა, რომელსაც ენდობი

სოსისი ფრანკფურტერი — კლასიკა, რომელსაც ენდობი

ფრანკფურტერიკლასიკური ევროპული სოსისია, რომლის ისტორია გერმანიიდან, ფრანკფურტიდან იწყება. იგი მზადდება ხორცის დამუშავებული ფარშისგან, რომელსაც ემატება სპეციალურად შერჩეული სანელებლები და აქვს მსუბუქი შებოლილი არომატი. ფრანკფურტერის მთავარი უპირატესობა არის მისი ნაზი, ერთგვაროვანი სტრუქტურა და დაბალანსებული გემო


მეტაბლეს ფრანკფურტერები მზადდება მაღალი ხარისხის ნედლეულისგან, ზუსტად დაცული ტექნოლოგიური ციკლით. გამოიყენება უმაღლესი ხარისხის საქონლის და ღორის ხორცი. სოსისის ნაზი ტექსტურა მიიღება ფრთხილად  დამუშავებული ფარშის და დაბალანსებული სანელებლების კომბინაციით. თერმული დამუშავება და შებოლვა პროდუქტს მატებს დამახასიათებელ, მსუბუქ არომატს. სწორედ ამიტომ, მეტაბლეს ფრანკფურტერები ერთდროულად ერგება კლასიკურ და თანამედროვე გემოს სტანდარტებ წვნიანი, არომატული და სტაბილურად მაღალი ხარისხის.  


მეტაბლეს ასორტიმენტში სამი ფრაკნკფურტესის სახეობაა წარმოდგენილი, ესენია: ფრანკფურტერი, ფრანკფურტერი ყველით, ფრანკფურტერი ყველით და სოკოთი. სოსისები გამოირჩევა ნაზი და დახვეწილ ტექსტურით, ხოლო სანელებლების დაბალანსებული კომბინაცია პროდუქტს მსუბუქად პიკანტურ გემოს ანიჭებს.


ყველით გამდიდრებული ვერსია უფრო რბილი და კრემისებრი ნოტებით გამოირჩევა. ყველისა და სოკოს კომბინაცია დამატებით სიღრმეს აძლევს გემოს ყველის ნაზი არომატი და სოკოს ბუნებრივი, ოდნავ მიწიერი ტონი ქმნის განსაკუთრებულად ჰარმონიულ, კომფორტულ გემოს, რომელიც ბავშვებსაც და დიდებსაც ერთნაირად მოსწონთ.


ეს არის სოსისი, რომელიც იდეალურია ჰოთ-დოგისთვის, სწრაფი მაგრამ ხარისხიანი კერძებისთვის და ყოველდღიური კვების მრავალფეროვნებისთვის.

სხვა სიახლეები

"პიკანტური" — ქართული ხასიათით შექმნილი ნედლად შებოლილი დელიკატესი

"პიკანტური" — ქართული ხასიათით შექმნილი ნედლად შებოლილი დელიკატესი

arrow icon
"ბასტურმა" — საუკუნეების სურნელი, ქართულად

"ბასტურმა" — საუკუნეების სურნელი, ქართულად

arrow icon
"პეპერონი" — იტალიური ტრადიცია ამერიკულ სტილში

"პეპერონი" — იტალიური ტრადიცია ამერიკულ სტილში

arrow icon