ძიება

ბრენდის ისტორია

img

ქართული პროდუქტი!

„მეტაბლე“– ახალი ქართული ბრენდია, რომელიც ნიკორას მაღალტექნოლოგიურ საწარმოში იქმნება და პრემიუმ ხარისხის ხორცპროდუქტებს წარმოადგენს.

ბრენდის სახელი თავად გვიამბობს ამბავს – „მეტაბლე“ ის პერსონაა, ვისაც ადამიანების გამასპინძლება, ესთეტიკური დაფების შექმნა და თანამედროვე ფორმით ძველი ტრადიციების გაგრძელება უყვარს. სახელს საფუძვლად ძველი ქართული სიტყვა – „ტაბლა“ უდევს.

„მეტაბლე“ არის პრემიუმ ხარისხის ხორცპროდუქტი, რომელიც რამდენიმე სახეობას აერთიანებს – ესენია ნედლად შებოლილი ძეხვეული და შაშხები, ასევე სოსისები. ამ ეტაპზე, წარმოდგენილია 20-მდე დასახელების პროდუქტით და ეტაპობრივად ასორტიმენტის გაზრდა იგეგმება.