ძიება

აპრ 24, 2026

"პიკანტური" — ქართული ხასიათით შექმნილი ნედლად შებოლილი დელიკატესი

"პიკანტური" — ქართული ხასიათით შექმნილი ნედლად შებოლილი დელიკატესი

„პიკანტური“ პროდუქტია, რომლის იდეაც „მეტაბლეს“ საწარმოში დაიბადა. ჩვენმა ტექნოლოგებმა შექმნეს პროდუქტი, რომელიც აერთიანებს ევროპულ და ქართულ სახასიათო გემოებს, თან დაჰყვება ზომიერად ცხარე, პიკანტური გემო და ვიზუალურადაც გამორჩეულია.

„პიკანტური“ და მასთან ერთად შექმნილი სხვა ნედლად შებოლილი ძეხვები მზადდება კლასიკური ევროპული ტექნოლოგიით. კლასიკური მეთოდი ნიშნავს ბუნებრივ ფერმენტაციას,  ტემპერატურისა და ტენიანობის მკაცრ კონტროლს. ეს ყველაფერი ნედლეულს სასიამოვნო სტრუქტურასა და ინტენსიურ არომატს აძლევს. პროცესი მარტივი არაა — საჭიროა გამოცდილება, სიზუსტე და მუდმივი კონტროლი. სწორედ ამიტომ კლასიკურ ნედლად შებოლილებს მსოფლიოში ყოველთვის განსაკუთრებულად აფასებენ. 

საქართველოში ამ მიმართულების პროდუქციის წარმოება პირველად „ნიკორამ“ დაიწყო, „მეტაბლემ“ კი ამ ტრადიციას ახალი ენერგია, ვიზუალური სიახლე და პიკანტური ქართული ხელწერა შემატა.

“მეტაბლეს” უპირატესობა მკაფიოა: შერჩეულია უმაღლესი ხარისხის ნედლეული, თერმული კამერები — თანამედროვე და მაღალი დონისაა, ხოლო ტექნოლოგიური პროცესი — მკაცრად დაცული. ასეთი პროდუქტის შექმნას სჭირდება დრო და დიდი ყურადღება.

„პიკანტური“ გამორჩეული პროდუქტია. აქვს საინტერესო გემოები, უგემრიელესია სხვადასხვა სენდვიჩებსა და სალათებში. ხორცის დაფებს განსაკუთრებულ სიხალისესა და საინტერესო გემოს მატებს. 

სხვა სიახლეები

"ბასტურმა" — საუკუნეების სურნელი, ქართულად

"ბასტურმა" — საუკუნეების სურნელი, ქართულად

arrow icon
"პეპერონი" — იტალიური ტრადიცია ამერიკულ სტილში

"პეპერონი" — იტალიური ტრადიცია ამერიკულ სტილში

arrow icon
"პროშუტო" — იტალიური ელეგანტურობის გემო

"პროშუტო" — იტალიური ელეგანტურობის გემო

arrow icon