ძიება

აპრ 07, 2026

პროშუტო — იტალიური ელეგანტურობის გემო

პროშუტო — იტალიური ელეგანტურობის გემო

პროშუტო (Prosciutto) — იტალიური წარმოშობის, ნაზად გამომშრალი და ნედლად შებოლილი ხორცპროდუქტია, რომელიც საუკუნეების მანძილზე გახდა იტალიური კულტურისა და გემოს სიმბოლო.

პროშუტო მზადდება ღორის ბარკლისგან და გამოირჩევა საოცრად რბილი ტექსტურითა და დახვეწილი, მარილიანი გემოთი. მისი სახელწოდება მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან “Perexsuctus”, რაც ნიშნავს „გაშრობას“ — სწორედ შრობის ხელოვნებაა ის, რაც პროშუტოს ასეთ უნიკალურ ხასიათს აძლევს.

შუა საუკუნეებში პროშუტოს დამზადება ოჯახური ტრადიცია გახდა. ზამთარში, როცა ტემპერატურა დაბალი იყო, ღორის ბარკლებს ამარილებდნენ, შემდეგ კი თვეების განმავლობაში აშრობდნენ მთის სუფთა ჰაერზე. ეს იყო არა მხოლოდ საკვები, არამედ სიმდიდრის და სტუმართმოყვარეობის სიმბოლო — პროშუტო ხშირად მხოლოდ დღესასწაულებზე ან სტუმრებისთვის იჭრებოდა.

“მეტაბლე” საქართველოში აგრძელებს პროშუტოს საუკუნოვან ისტორიას. ბრენდი მომხმარებლებს, იტალიური კულტურის, ევროპული ტექნოლოგიის და ქართული ნედლეულის მეშვეობით შექმნილ პროდუქტს სთავაზობს. “მეტაბლეს” პროშუტო იწარმოება ღორის უცხიმო ბარკლისგან, კლასიკური რეცეპტის გარდა, ქართული გემოს გაძლიერებისთვის, გამოიყენება ისეთი სანელებლები და დანამატები, როგორიცაა მაგალითად ნიახური. 

პროშუტოს უპირატესობებია: განსაკუთრებული გემო და არომატი, მაღალი ცილოვანი ღირებულება და  დაბალი ნახშირწყლები. 

პროშუტო მიირთმევა როგორც ანტიპასტი — ზეთისხილთან, ყველთან ან ღვინოსთან ერთად, ასევე პიცებზე, პასტებსა და სალათებში. 

პროშუტოს სიგრილე და მარილიანი გემო შესანიშნავად ერწყმის ისეთ მსუბუქ და ელეგანტურ ინგრედიენტებს როგორებიცაა პარმეზანი, ბურატა, ბაგეტი ან პურის ჩხირები, ნესვი, მსხალი. განსაკუთრებით გემრიელია თეთრ ან ქარვისფერ ღვინოსთან.

ეს არის იტალიური ტრადიცია ქართული ხარისხით.

სხვა სიახლეები

პეპერონი — იტალიური ტრადიცია ამერიკულ სტილში

პეპერონი — იტალიური ტრადიცია ამერიკულ სტილში

arrow icon
ბრაუნშვაიგური — გერმანული კლასიკა მეტაბლეში

ბრაუნშვაიგური — გერმანული კლასიკა მეტაბლეში

arrow icon
დრო, გემო და ტრადიცია: ნედლად შებოლილი პროდუქტის საიდუმლო

დრო, გემო და ტრადიცია: ნედლად შებოლილი პროდუქტის საიდუმლო

arrow icon