ნოე 10, 2025
დრო, გემო და ტრადიცია: ნედლად შებოლილი პროდუქტის საიდუმლო
ნედლად შებოლილი ხორცპროდუქტები ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური კატეგორიაა ხორცის დამუშავების სამყაროში. ეს არის ხელოვნება, რომელიც ტექნოლოგიურ სიზუსტეს მოითხოვს, ამ მეთოდით მიღებული პროდუქტი გამოირჩევა ინტენსიური არომატით, მდიდარი გემოთი და ხანგრძლივი შენახვის უნარით, რაც საუკუნეების განმავლობაში რჩებოდა ხორცის კონსერვაციის საუკეთესო გზად. სწორედ ამ კლასიკურ ტრადიციას აცოცხლებს საქართველოში „მეტაბლე“.
ნედლად შებოლილი პროდუქტის ისტორია იმ დროიდან იწყება, როცა მაცივრები არ არსებობდა და ადამიანები ხორცის შესანახად ბუნებრივ მეთოდებს იყენებდნენ — მარილში შენახვას, შრობისა და კვამლით დამუშავებას. სწორედ ეს იყო გზა, რომელმაც უბრალო ხორცი გადააქცია არომატულ და მდიდარ დელიკატესად.
დღესაც, მიუხედავად თანამედროვე ტექნოლოგიებისა, ნედლად შებოლილი პროდუქტი ინარჩუნებს ტრადიციულ ხასიათს: ის იქმნება დაბალ ტემპერატურაზე, ბუნებრივი ხის კვამლით, შრობისა და ფერმენტაციის პროცესით.
ნედლად შებოლილი ხორცპროდუქტები მიეკუთვნება პრემიუმ სეგმენტს — არა მხოლოდ გემოსა და არომატის, არამედ წარმოების სირთულისა და ბუნებრივი დამუშავების მეთოდების გამო. ნედლად შებოლილებისთვის გამოიყენება უმაღლესი ხარისხის ღორის ბარკალი და საქონლის ხორცი, რათა პროდუქტმა ხანგრძლივად შეინარჩუნოს თავი და ჰქონდეს საუკეთესო გემო.
პროცესი რთული და მრავალსაფეხურიანია, თუმცა შედეგი — შეუდარებელი გემო და ტექსტურა.
„მეტაბლე“ ქმნის ახალ სტანდარტს ადგილობრივი წარმოებისთვის. ბრენდი აერთიანებს ოცამდე დასახელების პროდუქტს და სამ ძირითად კატეგორიას: ძეხვს, სოსისს და შაშხს.
ნედლად შებოლილი ხორცპროდუქტები „მეტაბლეში“ მზადდება კლასიკური მეთოდით — ხორცის შრობისა და ფერმენტაციის პროცესი გრძელდება ორი კვირიდან ორმოც დღემდე, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ გემოსა და მაღალ ხარისხს.
პროცესის ყველა ეტაპი კონტროლდება: სისუფთავე, ტემპერატურა, ტენიანობა და კვამლის ინტენსივობა — ყველაფერი იმ მიზნით, რომ საბოლოო პროდუქტი იყოს ბუნებრივი, ნამდვილი და გამორჩეული.
ნედლად შებოლილი ხორცპროდუქტები მეტაბლეში იქმნება ნელა, ბუნებრივად და ოსტატურად — ისე, როგორც ეს საუკუნეების წინ კეთდებოდა. ეს არის ტრადიციის გაგრძელება თანამედროვე ხედვით, სადაც ყოველი ნაჭერი გემოსა და ხარისხის ისტორიაა.
"მეტაბლე" აერთიანებს იმას, რაც ნამდვილ გემოს ქმნის — დროს, სიზუსტეს და ხარისხიან პროდუქტს.